20 დეკ 2025
დღეს ბათუმში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ 20:00 საათზე აინთება, მანამდე კი პატარებს ევროპის მოედანზე 17 საათიდან ელოდებიან. იქნება ბევრი გასართობი პროგრამა და ატრაქცია სწორედ პატარებისთვის.
ასევე ნაძვის ხის ანთებამდე სცენას დაიკავებენ ბავშვთა სტუდია „ ზღვის შვილების“ მომღერლები. ნაძვის ხის ანთების ცერემონიის შემდეგ კი საახალწლო განწყობაზე ბენდი ემოცია იზრუნებს.
დღეს სწორედ ასე იწყება ბათუმში საახალწლო საზეიმო ღონისიებები, რომელიც 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ევროპის მოედანზე საზეიმო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საახალწლო სოფელში წარმოდგენილია სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეებიც, იქნება წარმოდგენები-პერფორმანსები, კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.
რაც შეეხება 31 დეკემბერს ახალ წელს ბათუმი საზემო გალაკონცერტით შეხვდება, ხოლო სადღესასწაულო ღონისძიებები 7 იანვარს საშობაო კონცერტით დასრულდება.