კალასი - აშშ-სა და რუსეთს შორის ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინა და ევროკავშირი ჩართულები უნდა იყვნენ 

11 აგვ 2025

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა აღნიშნა, რომ „როდესაც ჩვენ ვმუშაობთ მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, საერთაშორისო სამართალი მკაფიოდ აცხადებს: ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია უკრაინის საკუთრებაა“.

„შეთანხმება არ უნდა იქცეს რუსეთის მხრიდან უკრაინის, ტრანსატლანტიკური ალიანსისა და ევროპის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის პლაცდარმად“, - დასძინა მან. კალასმა ასევე განაცხადა, რომ მინისტრები ღაზაში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.