20 დეკ 2025
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით ხელვაჩაურის პროკურატურის წარმომადგენლებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორებმა მოზარდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე. შეხვედრისას, ასევე, ყურადღება გამახვილდა ნარკოტიკული დანაშაულის არსსა და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე და სასჯელებზე, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ხაზი გაუსვეს მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობას.