უკრაინამ კასპიის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდს დაარტყა

20 დეკ 2025

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ ხომალდს დაარტყეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში ავრცელებენ.

მათი ცნობით, რუსული პროექტის სამხედრო ხომალდი „ოხოტნიკი“ გაანადგურეს, რომელიც კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების პლატფორმის მახლობლად პატრულირებდა.

გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ თავდასხმა განახორციელეს კასპიის ზრვაში კომპანია „ლუკოილის“ კუთვნილ ჭაბურღილზეც. ასევე დაზიანდა ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კრასნოსელსკოეს მახლობლად მდებარე RSP-6M2 სარადარო სისტემა.