საახალწლო ღონისძიებები ბათუმში

20 დეკ 2025

2 საათზე ნაკლები დრო რჩება ბათუმში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ აინთებამდე,  გასართობი ღონისძებები კი ევროპის მოედანზე 17 საათიდან დაიწყო.

მალე ევროპის მოედნის მთავარ სცენას ბავშვთა სტუდია „ ზღვის შვილების“ მომღერლები დაიკავებენ. ნაძვის ხის ანთების ცერემონიის შემდეგ კი საახალწლო განწყობაზე ბენდი „ემოცია“ იზრუნებს. 

დღეს სწორედ ასე იწყება ბათუმში საახალწლო საზეიმო ღონისებები, რომელიც 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ევროპის მოედანზე საზეიმო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საახალწლო სოფელში წარმოდგენილია სამეწარმეო და ⁠გასტრონომიული სივრცეებიც, იქნება წარმოდგენები-პერფორმანსები, კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.

რაც შეეხება 31 დეკემბერს ახალ წელს ბათუმი საზეიმო გალაკონცერტით შეხვდება, ხოლო სადღესასწაულო ღონისძიებები 7 იანვარს საშობაო კონცერტით დასრულდება.