ევროკომისიის ანგარიში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებზე

20 დეკ 2025

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია, შეფასებები თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს და მმართველი გუნდის მიერ მიღებულ ანტიდემოკრატიულ კანონებზე საუბრობს.

მმართველი გუნდი კი ისევ უსამართლო დამოკიდებულებაზე და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს.

დოკუმენტის თანახმად, „ევროკომისია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების გამო და უკუსვლის სისტემური და განზრახ ხასიათის გათვალისწინებით, განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში.

პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ თუ პრობლემები არ მოგვარდება, ვიზის შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე.