აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო 

11 აგვ 2025

შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 

სულხან თამაზაშვილმა ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკო.

დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა და აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა.