21 დეკ 2025
არჩევნების მეორე ტური ადვოკატთა ასოციაციაში - ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი არიან.
დილის ათი საათიდან მიმდინარეობს კენჭისყრა, რომელიც 19:00 საათზე დასრულდება, 21:00 საათზე კი შედეგები გამოცხადდება და გახდება ცნობილი ვინ უხელმძღვანელებს ასოციაციას შემდეგი 4 წელი.
პირველი ტურის კენჭისყრის შედეგად, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს.
კენჭისყრაში 2 700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1 283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.