21 დეკ 2025
დილიდან არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს ადვოკატთა ასოციაციაში - ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი არიან.
კენჭისყრა დილის ათი საათიდან დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება, 21:00 საათზე კი შედეგები გამოცხადდება და გახდება ცნობილი ვინ უხელმძღვანელებს ასოციაციას შემდეგი 4 წელი.
პირველი ტურის კენჭისყრის შედეგად, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში 2 700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა.
მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1 283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.