21 დეკ 2025
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის განცხადებით უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება.
ორბანმა აღნიშნა, რომ ამიტომაც არ შედის უნგრეთის ინტერესებში უკრაინის ჩამოშლა და საჭიროა შეთანხმების მიღწევა იმისთვის რომ ეს არ მოხდეს.
პრემიერის თქმით, მეზობელი ქვეყნების სტაბილურობას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დაამატა, რომ უკრაინა მთელი ელექტროენერგიის 44%-სა და გაზის 58%-ს უნგრეთიდან იღებს და რომ არა ეს, უკრაინა უკვე ჩამოიშლებოდა.