21 დეკ 2025
სპორტის დეპარტამენტმა წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. აქტივობაზე სხვადასხვა ნომინაციით წარმატებული მოქალაქეები დააჯილდოვეს მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის ოპერატორთა ჯგუფი.
პარალელურად დაჯილდოვდნენ კომისიის შედეგად გამოვლენილი ის სპორტსმენები და პარასპორტსმენები, რომლებმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, საქართველოს სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოუტანეს.
ასევე დაჯილდოვდნენ ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, სასკოლო ოლიმპიადაზე გამარჯვებული გუნდები.