ვითარება უძრავი ქონების ბაზარზე

21 დეკ 2025

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით უძრავი ქონების ფასი ქვეყანაში მზარდია,ბათუმის პირველად ბაზარზე მ²-ი ბინის საშუალო ფასი $1,821-მდე, მეორადზე კი $1 418-მდე გაიზარდა.

ზღვისპირა ქალაქში უძრავ ქონებაზე ფასის მატებასთან ერთად პროპორციულად იზრდება მოთხოვნაც. საანგარიშო პერიოდიდან ჩანს, რომ 2025 წლის III კვარტალში ბათუმში 366 მლნ დოლარის ღირებულების თითქმის 5 ათასი ბინა გაიყიდა.