საახალწლო ღონისძიებები ბათუმში

21 დეკ 2025

ბათუმში წინასაახალწლო ღონისძიებები დღესაც გრძელდება. ქალაქის მთავარ მოედანზე ამ წუთებში საბავშვო პროგრამა მიმდინარეობს. მოგვიანებით კონცერტი გაიმართება.

სცენას 20 საათიდან დიჯეი დაიკავებს, მოგვიანებით კი სამუსიკო ნომრებს ადგილობრივი მომღერლები შეასრულებენ.

ევროპის მოედანზე გახსნილია საზეიმო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთული „საახალწლო სოფელი“, სადაც წარმოდგენილია სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები.

ქალაქში ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და ყოველდღიურად შეიქმნება სადღესასწაულო განწყობა.

ახალ წელს კი ბათუმი საზეიმო გალაკონცერტით შეხვდება.