საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს

21 დეკ 2025

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს.

კენჭისყრის მეორე ტურში ირაკლი ყანდაშვილმა 1 473 ხმა მიიღო, თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა კი – 1 366.

მეორე ტურში სულ 2 855 ადვოკატმა მისცა ხმა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 14 დეკემბერს გაიმართა. 14 დეკემბრის კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები.