აჭარის ჩემპიონატი კიბერსპორტში

21 დეკ 2025

კიბერსპორტში აჭარის ჩემპიონატი ჩატარდა. Counter Strike 2 და FC 26 სწორედ ამ ორ მიმართულებაში დაუპირისპირდნენ მოთამაშეები ერთმანეთს.

შეჯიბრში სულ 200 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატმა სტარტი 19 დეკემბერს აიღო და დღეს ფინალური შეხვედრები გაიმართა.

ქაუნთერში გუნდურ შეჯიბრში 1-2-3 და მე-4 ადგილზე გასულებს ფულადი ჯილდოები და სიგელები გადაეცათ.

დაჯილდოვდნენ ფეხბურთის გამარჯვებულები და პრიზიორები. წელს პირველად კიბერსპორტის აჭარის ჩემპიონატი, აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა. 

ჩემპიონატის ორგანიზატორი ისევე როგორც გასულ წლებში წელსაც აჭარის კიბერ სპორტის ფედერაცია იყო.