22 დეკ 2025
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბრალდებული კი თბილისში დააკავეს.