აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება

22 დეკ 2025

რუსეთი დიდად აფასებს შეერთებული შტატების ძალისხმევასა და მხარდაჭერას უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად და გლობალური უსაფრთხოების აღსადგენად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ფლორიდაში „პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრები გამართა ამერიკულ დელეგაციასთან, რათა წინ წაეწია პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო გეგმა“. მანამდე უიტკოფმა აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების სერია გამართა.