22 დეკ 2025
ბათუმში წინასაახალწლო კონცერტების სერია გრძელდება. ტრადიციულად წელსაც ღონისძიებების მთავარი ეპიცენტრი ევროპის მოედანია, სადაც ქალაქის მთავარი ნაძვის ხეა დგას.
საზეიმო მსვლელობა გუშინ დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. მოეწყო პატარების გასართობი შოუ და პერფორმანსები.
სცენას რამდენიმე საათის განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალური შემსრულებლები იკავებდნენ. კონცერტები ბათუმში 20 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვრამდე გაგრძელდება. 31 დეკემბერს გრანდიოზული კონცერტია დადეგმილი.