22 დეკ 2025
ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის'' 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სოლო კონცერტი გაიმართა ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში.
ანსამბლმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები და თანამედროვე პროფესიული საგუნდო ნაწარმოებები შეასრულა. ანსამბლი ,,ბასიანი“ 2000 წელს, საქართველოს საპატრიარქოში ჩამოყალიბდა.
2013 წლიდან „ბასიანს“- სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი აქვს და საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში მოქმედ სსიპ-ს წარმოადგენს. ანსამბლი წარმატებით მონაწილეობს ფესტივალებში; სხვადასხვა ქვეყანაში გამართული აქვს არაერთი კონცერტი.