მოსკოვში ბომბის აფეთქების შედეგად გენერალ-ლეიტენანტი დაიღუპა

22 დეკ 2025

მოსკოვში ბომბის აფეთქების შედეგად გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერზე  დაყრდნობით ავრცელებს.  შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
გამომძიებლების ცნობით, სამხედრო მოსამსახურე ავტომობილის ქვეშ დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დანაშაულში უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები.