ევროკომისიის ანგარიში-გამოხმაურებები

22 დეკ 2025

 ორმაგი სტანდარტი და განსხვავებული მიდგომები-ასე აფასებენ მმართველ გუნდში ევროკომისიის ანგარიშს და ბრიუსელს მიმართავენ შეკითხვით, რატომ გამოტოვა ევროკომისიამ საერთო ანგარიშიდან უკრაინა და მოლდოვა.
ქართულ ოცნებაში მაიჩნიათ, რომ კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით სწორედ უკრაინას და მოლდოვას სერიოზული დარღვევები აქვს. დოკუმენტის თანახმად, „ევროკომისია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების გამო და უკუსვლის სისტემური და განზრახ ხასიათის გათვალისწინებით, განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში.
პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. 
ანგარიშში ნათქვამია, რომ თუ პრობლემები არ მოგვარდება, ვიზის შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე. ანგარიშის პათოსს იზიარებენ ოპოზიციაში და ხელისუფლებას იგივე მოთხოვნებს უყენებენ, რაზეც ბრიუსელი საუბრობს.