დიდგორობასთან დაკავშირებით 7 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვეს

12 აგვ 2025

დიდგორის ველზე გამართული ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა.

ირაკლი ჩიქოვანმა უწყებრივი მედლით - "დიდგორის ჯვარი" - სამხედრო მოსამსახურეები, საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისათვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისათვის გამოჩენილი მამაცობისათვის დააჯილდოვა.