22 დეკ 2025
სამხედრო ბაზებზე სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები იმართება.
პირველი ქვეითი ბრიგადის შემდეგ, მოქმედი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს ქუთაისში, დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში უმასპინძლეს.
სტუმრების სადღესასწაულო განწყობაზე მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.
დასასრულს, თოვლის ბაბუამ პატარებს საჩუქრები გადასცა.