სპორტული ცენტრის შემაჯამებელი ღონისძიება

22 დეკ 2025

წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები შეაჯამეს სპორტულ ცენტრში.

განისაზღვრა პრიორიტეტები და დაჯილდოვდნენ წლის წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები.

ღონისძიებას ბათუმის მერი დაესწრო. გიორგი ცინცაძემ დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერია მომავალშიც განაგრძობს სპორტის, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულების მხარდაჭერას.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.