23 დეკ 2025
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარების შესახებ სპეციალურ კანონს ერთჯერადად გამოიყენებენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ სტეფანჩუკმა ხელი მოაწერა განკარგულებას, ომის დროს არჩევნების ჩატარების თაობაზე კანონპროექტის მომზადებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.
ჯგუფს უხელმძღვანელებს პარლამენტის სპიკერის პირველი მოადგილე ალექსანდრე კორნიენკო. მის შემადგენლობაში შევლენ დეპუტატები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.