ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით 30-მდე ელჩი უკან გაიწვია

23 დეკ 2025

 დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით 30-მდე ელჩი უკან გაიწვია, - ინფორმაციას The Guardian-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ადმინისტრაცია  მათ ჩანაცვლებას ადმინისტრაციის მიმართ ერთგული თანამდებობის პირებით გეგმავს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-მა ელჩები გაიწვია აფრიკის კონტინენტიდან , ეგვიპტიდან და ალჟირიდან. ასევე,  სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, სომხეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან.