რუსეთის ავიაიერიშები უკრაინაზე -დაღუპულია 4 ადამიანი

23 დეკ 2025

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბოლო  24  საათში  650-ზე მეტი  დრონი და 30-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, არიან დაღუპულები, მათ შორის  4  წლის ბავშვი-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.  
ზელენსკის თქმით, რუსებმა, საერთო ჯამში, 13 რეგიონი დაბომბეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის განგაში ქვეყნის უმეტეს ნაწილში გამოცხადდა. თავდასხმების გამო დაზიანდა ენერგო სისტემა, რის გამოც რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა მოხდა.