23 დეკ 2025
კვლავ განხილვის და პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროკომისიის ანგარიში და უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხი.
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის ანგარიშს ფარისევლობას უწოდებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, უვიზო რეჟიმის შეჩერების მოლოდინი არ აქვთ, ასევე არავის მისცემენ პოლიტიკური შანტაჟის შესაძლებლობას.
ამ განცხადებების არ სჯერათ ოპოზიციაში. რადგანაც მათი თქმით, ქართული ოცნება წარდგენილ პირობებს და რეკომენდაციებს არ ასრულებს.