საქართველოს თასის სამი მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია

14 აგვ 2025

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალში თბილისის „იბერიამ“ ქუთაისის „ტორპედო“ 2:1 დაამარცხა და მეშვიდე მეოთხედფინალისტი გახდა.

გასამართი დარჩა მხოლოდ ერთი მერვედფინალური მატჩი, რომელიც 20 აგვისტოს „სპაერსა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის გაიმართება და ოთხივე მეოთხედფინალური წყვილი დაკომპლექტდება.

მეოთხედფინალური მატჩები 23 სექტემბერს გაიმართება.