24 დეკ 2025
ანკარასთან ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, დაღუპულთა შორისაა ლიბიის არმიის მეთაური მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი. ასევე ეკიპაჟის სამი წევრი.
ტრიპოლისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა კავშირის დაკარგვამდე საგანგებო დაშვება მოითხოვა.
თვითმფრინავის ნამსხვრევები მოგვიანებით ანკარის მახლობლად იპოვეს. კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. გენერალი ჰადადი და მისი გუნდი თურქეთში ორ ქვეყანას შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდნენ.