24 დეკ 2025
სკოლის მოსწავლეებისთვის გამართული კონკურსის „ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულებს 800-დან 1500 ლარის ოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
კონკურსში IX–XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, პროგრამის საპილოტე მუნიციპალიტეტებიდან: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, თიანეთი, თელავი, დედოფლისწყარო, ახმეტა და ყვარელი.
მონაწილეებმა ინდივიდუალურად ან ჯგუფურად წარმოადგინეს კრეატიული პროექტების იდეები, ტყის მდგრად მართვაზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.
ასამდე წარმოდგენილი ნამუშევრიდან გამოვლინდა ათი საუკეთესო პროექტი. კონკურსი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში განხორციელდა.