ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

24 დეკ 2025

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს.
წელს კონკურსში  101 გუნდი, სულ 337 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან ფინალურ ეტაპზე 12 გუნდი გადავიდა.
კონკურსის მთავარი პრიზი - NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გამგზავრება გუნდმა „კლასტერები“ მოიპოვა.
კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტის მიზანი  დრონებზე დაფუძნებული, ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული საძიებო-სამაშველო სისტემის შექმნაა, რომელიც რთულად მისადგომ რეგიონებსა და კატასტროფის ზონებში  დაკარგული ადამიანების სწრაფ და ეფექტურ აღმოჩენას უზრუნველყოფს.