24 დეკ 2025
თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე საუკეთესოები რვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ვახტანგ ლოლუა გახდა, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ანა ჯაფარიძე, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – გიორგი ქალდანი, წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში – თემურ სამხარაძე, წლის საუკეთესო გუნდური სახეობა – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები, წლის საუკეთესო გუნდი – საქართველოს ძიუდოს ნაკრები.