რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

24 დეკ 2025

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქი ზაპოროჟიე საჰაერო ბომბებით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, რუსებმა ქალაქში სამი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დაშავდა  ორი ადამიანი, დაზიანდა  საცხოვრებელი შენობები და ავტოფარეხები. გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანდა ავტომობილები.