24 დეკ 2025
უკრაინამ შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი და არჩევნები ერთდროულად ჩაატაროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ 20-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების დასამტკიცებლად ორ ვარიანტზე ისაუბრა.
მისივე თქმით, პირველი ეს არის სამშვიდობო შეთანხმების პარლამენტში რატიფიკაციისთვის წარდგენა, ხოლო მეორე საყოველთაო რეფერენდუმი, რომელთან ერთადაც საყოველთაო არჩევნების ჩატარებაც შესაძლოა გადაწყდეს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ შეთანხმება სრულად იქნება რატიფიცირებული ან რეფერენდუმით დამტკიცებული.