გამოფენა „თუშეთი — წარმართობისა და ქრისტიანობის გზაგასაყარზე“.

24 დეკ 2025

„თუშეთი — წარმართობისა და ქრისტიანობის გზაგასაყარზე“ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი გამოფენას მასპინძლობს.  

ექსპოზიცია პირველად წარუდგენს საზოგადოებას თუშეთში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილ უნიკალურ მასალას — საკულტო ნივთებს, სამკაულს, XIX–XX საუკუნეების ფოტომასალასა და სხვა არტეფაქტებს.

გამოფენა მოგვითხრობს, როგორ თანაარსებობდა შუა საუკუნეების თუშეთში წარმართული ტრადიციები და ქრისტიანული სარწმუნოება და როგორ ჩამოყალიბდა რეგიონის მრავალფეროვანი კულტურული იდენტობა.