პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო 

15 აგვ 2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების და რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ფ.კ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.