დღეს, ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტესშობას ზეიმობს

25 დეკ 2025

დღეს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო მსახურებები აღესრულა.

საშობაო წირვა-ლოცვა აღევლინა გვიან ღამით ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში. საშობაო წირვა პადრე გაბრიელ ბრაგანტინმა  ჩაატარა.

დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა ნათლობის ცერემონიაც. როგორც პადრემ აღნიშნა, 2025 წელი  ბათუმის კათოლიკური ეკლესიისთვის საიუბილეო წელია. სულიწმინდის სახელობის ტაძარი ბათუმში 25 წლის წინ, 2000 წელს გაიხსნა. 

ქრისტესშობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც მშვიდობის, სიყვარულისა და სულიერი განახლების სიმბოლოდ მიიჩნევა.