25 დეკ 2025
გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
სასამართლო სხდომაზე მსჯელობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესს თავად ბრალდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელი არ ესწრებოდა. ლილუაშვილს ბრალი ოთხ ეპიზოდზე წარედგინა.
საქართველოს პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ორი დღის წინ დააკავა, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულში, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.