დევნილებისთვის სახლების შესყიდვის პროგრამა

25 დეკ 2025

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 800-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია, სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის წერვრების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. 

უწყების ინფორმაციით, წელს პროგრამის ფარგელბში სახლი 3000-მდე დევნილ ოჯახს შეუძინეს. პროგრამა, 2014 წლიდან ამოქმედდა და ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფომ, ჯამში, 13 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი განასახლა.