ორწლიანი ომის შემდეგ კათოლიკე მორწმუნეები ბეთლემში შობის აღსანიშნად შეიკრიბნენ

25 დეკ 2025

ახლო აღმოსავლეთში ორწლიანი ომის შემდეგ, ბეთლემში, მანგერის მოედანზე შობის აღსანიშნავად კათოლიკე მორწმუნეები, კვლავ შეიკრიბნენ.

ბეთლემში ომის დროს შობას აღარ აღნიშნავდნენ. მანგერის მოედანზე გიგანტური ნაძვის ხე დაბრუნდა და ომის დროს ნანგრევებითა და ეკლიანი მავთულხლართებით გარშემორტყმული ჩვილი იესოს შობის სცენა დროებით ჩაანაცვლა.

მედიის ინფორმაციით, ბეთლემის სთარ სთრითზე გამართულ აღლუმში ასობით ადამიანი მონაწილეობდა, მოედანზე კი უამრავი ხალხი შეიკრიბა.