ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის წესებს და სიახლეებს განმარტავს

15 აგვ 2025

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს.

ცესკო-ს ცნობით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის მერობის თითო კანდიდატი წარადგინოს, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.

რეგისტრირებულმა პარტიამ/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას, რომელიც დამოწმებულია პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების)/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით, თან უნდა დაურთოს მერობის კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ.