25 დეკ 2025
რომის პაპმა ლეო XIV-მ შუაღამის საშობაო მესა პირველად აღავლინა. წმინდა პეტრეს ბაზილიკში კათოლიკური ღვთისმსახურება ვატიკანის დროით საღამოს, 10:00 საათზე დაიწყო.
შობის სცენისკენ მიმავალ რომის პაპს ათი ბავშვი მიჰყვებოდა – სამხრეთ კორეიდან, ინდოეთიდან, მოზამბიკიდან, პარაგვაიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან.
მათ შობის სცენა ყვავილებით შეამკეს. სადღესასწაულო მესას ასობით ადამიანი დაესწრო.
კათოლიკურ ღვთისმსახურებამდე, რომის პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე ჩავიდა და დალოცა მორწმუნეები, რომელთაც წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შესვლა და საშობაო მესაზე დასწრება ვერ შეძლეს.
დღეს კი პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს აივნიდან, ტრადიციულ საშობაო მიმართვას წაიკითხავს და კათოლიკე მორწმუნეებს შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.