25 დეკ 2025
ქედაში ხანძრის შედეგად დამწვარი მეჩეთის ადგილას ახალი, ძველის იდენტური მეჩეთის მშენებლობა იგეგმება - ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი მეჩეთი მაქსიმალურად შეინარჩუნებს ძველი ნაგებობის არქიტექტურულ იერსახესა და ისტორიულ სტილს.
სოფელ ცხმორისში დამწვარი მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებდა. როგორც სამუფთოში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა, შემდეგ კი დაიგეგმება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
პარალელურად, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს სამუფთოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის.
ცხმორისის მეჩეთი ხანძრის შედეგად 2 დღის წინ დაიწვა.