25 დეკ 2025
„ახალი წლის კულტურული ხმა“ - ამ სახელწოდებით ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნიცვერსიტეტში საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მუსიკის, სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
საზეიმო კონცერტი სასწავლებლის მოწვეულმა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა. პროგრამა მოიცავდა სასიმღერო, ინსტრუმენტულ და ცეკვის ნომრებს.