საახალწლო ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის

25 დეკ 2025

სენაკის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

მოქმედი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის გამართულ საახალწლო ზეიმს ამჯერად სენაკში, მე-2 ქვეითმა ბრიგადამ უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს გასართობ თამაშებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ.