25 დეკ 2025
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა ჩერლიდინგში აჭარის გრან-პრის უმასპინძლა. შეჯიბრება უკვე მეორედ გაიმართა და მასში საქართველოს ქალაქების სხვადასხვა საცეკვაო სტუდიის 450 მოცეკვავე მონაწილეობდა.
ორგანიზატორთა განცხადებით, ეს იყო წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც 2025 წლის საუკეთესო ნომრები იყო წარმოდგენილი.
ასპარეზობის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო სპორტსმენები და საუკეთესო მწვრთნელები.
ღონისძიება აჭარის ჩერლიდინგის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.