შობას ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს - სულხან თამაზაშვილი

25 დეკ 2025

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი შობას ულოცავს მოქალაქეებს, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.

"შობას ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს და ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს.

ქრისტიანული სამყაროსთვის შობა სიყვარულის, იმედისა და ნათელი მომავლის სიმბოლოა. გისურვებთ მშვიდობას, სიხარულსა და კეთილდღეობას თქვენს ოჯახებში", - აღნიშნავს სულხან თამაზაშვილი.