სპორტული მედიცინის ასოციაციის დაჯილდოება

25 დეკ 2025

საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის დაჯილდოებას დაესწრნენ. მოადგილეებმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

„ჯი-ეს-ემ ევორდ 2025"-ზე „ველდ პერფორმენ"-ს სისტემაში დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებლებისთვის სანდრო დარსანია, გიორგი დიხამინჯია, გიორგი ცხოვრებაძე, ლუკა მაისურაძე და გიორგი ჯაბნიაშვილი დაჯილდოვდნენ.

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ ასევე დააჯილდოვა მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, რომელსაც ჯილდო საქართველოში სპორტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.