„სიყვარულით პატრიარქს“- 29 დეკემბერს  მუსიკალურ ცენტრში საიუბილეო კონცერტი გაიმართება

25 დეკ 2025

„სიყვარულით პატრიარქს“ - ამ სახელწოდებით მუსიკალური საღამო 29 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.

ღონისძიებაში საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი სამხატვრო ხელმძღვანელი - სვიმონ ჯანგულაშვილი, ანსამბლი „ბასიანი“ - სამხატვრო ხელმძღვანელი -გიორგი დონაძე და სოლისტები მონაწილეობენ.

ამის გარდა მონაწილეობას მიიღებს რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდის ქორმაისტერი - მაგდა მათითაიშვილი.

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ბავშვთა აკადემიური გუნდის ქორმაისტერი- რუსუდან ბერიძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა. 

მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი ბათუმელი კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძეა. ღონისძიების იდეაც სწორედ მას ეკუთვნის.

29 დეკემბრამდე მუსიკოსები რეპეტიციებს გადიან და მსენელთან შესახვედრად ემზადებიან.